Sunday, February 28, 2016

მეხუთე დღე

გავეცანი საავტორო უფლებებს. დავხვეწე პროექტის გეგმა.გადმოვწერე ინფორმაცია უფლებების დაცვით. ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება და შევავსე ელ.ცხრილი. ცოტათი გამიჭირდა მაგრამ ვფიქრობ კარგად გავართვი თავი.ამაში ტრენერის დიდი ძალისხმევაა ჩადებული.

Saturday, February 27, 2016

მეოთხე დღე


დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.დავხვეწე სტანდარტები და მიზნები. მიზნის ესაბამისად შევუთავსე კითხვები. შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო. განვაახლე ინფორმაცია დისკზე.გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს.შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე. მომეწონა ჩემთვის სიახლეა თანამედროვე ეს მოთხოვნა.მას გამოვიყენებ პრაქტიკაში.

Sunday, February 21, 2016

მესამე დღე

დღეს მოვიძიე სტანდარტები და გადმოვწერე. ეს სტანდარტები შეუსაბამე ჩემი პროექტის გეგმას.ასევე შეუსაბამე 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს.გავაანალიზე მიმართულების მიმცემი კითხვები და მოვარგე პროექტს.განვაახლე დისკი.ეს ყველაფერი გამომადგება ჩემი პრაქტიკისათვის.ძალიან საინტერესო და საჭიროა ეს ცოდნა. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ გვყავს ძალიან კარგი ტრენერი.

Saturday, February 20, 2016

მეორე დღე

დღეს გავეცანი კონკიას პროექტის რესურსებს, გავაანალიზე პროექტის მახასიათებლები ,ასევე გავეცანი და გავაანალიზე ოცდამეერთე საუკუნის უნარჩვევები. ბროშურის შექმნა ვისწავლე .რაც საინტერესო იყო ჩემთვის, ვისწავლე სურათების მოძიება. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და საჭირო იყო.წარმოდგენა შემექმნა თუ როგორ განვახორციელო ეს ყველაფერი ჩემს პრაქტიკაში. ვფიქრობ აქ ნაწავლი დიდ წარმატებას მომიტანს პროფესიულ წინსვლაში.გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Friday, February 19, 2016

პირველი დღე

დღეს გავეცანი პროექტებით სწავლებას. ტრენინგი იყო საინტერესო, რომელიც დამეხმარება განვახორციელო პრაქტიკაში. ვერ შევქმენი ბლოგი, რეფლექსია დავწერე მაილში. იმედია შემდეგში ეს ხარვეზი გასწორდება.